მოკლევადიანი სესხის პირობები
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
- მოკლევადიანი სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი = 5.84%;
- მოკლევადიანი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 99.48%
ფინანსური ხარჯები
ყოველთვიური შენატანების ოდენობა არ არის განსაზღვრული,სესხის თანხა სრულად უნდა დაიფაროს ვადის ბოლოს.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
მოკლევადიანი სესხის მოცულობა - 50-750 ლარი;პროლონგაცია: 5/10/15/20/25/30 დღე,
მოკლევადიანი სესხის ვადა - 20/25/ 30 დღე;
წინსწრებით დაფარვის საკოისიო 0%
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.4% ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოკლევადიან სესხთან დაკავშირებული ძირითადი რისკები არის:
მაღალი საპროცენტო განაკვეთი,მაღალი ჯარიმები
სესხის ხანგრძლივობა.
გრძელვადიანი სესხის პირობები
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
- გრძელვადიანი სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი = 66%;
- გრძელვადიანი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 100%-მდე;
ფინანსური ხარჯები
ტრანში (ძირითადი თანხა + საკომისიო)გრძელვადიანი სესხის გაცემის საკომისიო - შეადგენს დამტკიცებული თანხის
2%-ს, რომელიც გადახდილ უნდა იქნას სესხის გაცემისთანავე.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
- გრძელვადიანი სესხის მოცულობა 500 - 1500 ლარი;
- ვადა: 3-24 თვე,
- სესხის საკომისიო (წლიური საპროცენტო განაკვეთი): 66%,
- სესხის ეფექტური განაკვეთი: 100%-მდე,
- ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა: ძირი თანხის 0.4%,
სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო:
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადა არის 0-დან 6 თვემდე, სესხს წინსწრების საკომისიო არ აქვს.
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადა არის 6-დან 12 თვემდე, წინსწრების საკომისიო შეადგენს ნარჩენი ძირი თანხის 0.5%-ს;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადა არის 12-დან 24 თვემდე, წინსწრების საკომისიო შეადგენს ნარჩენი ძირი თანხის 1%-ს;
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.4% ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხთან დაკავშირებული ძირითადი რისკები არის:
მაღალი საპროცენტო განაკვეთი,მაღალი ჯარიმები
სესხის ხანგრძლივობა
თუ მომხმარებელს დაფარული აქვს წინსწრებით სესხის ძირი თანხის მინიმუმ 20% (არანაკლებ 500 ლარი) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შედგეს ახალი გრაფიკის შემდეგი ალტერნატივები:
- დარჩენილი ძირის განაწილება ტრანშის შემცირების ხარჯზე;
- ტრანშის იგივე მოცულობით დარჩენილი ვადის შემცირება.
საპროცენტო განაკვეთის და/ან ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება მოხდება წერილობით/ ელ-ფოსტით/ მოკლე ტექსტური შეტყობინებით ცვლილებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
მომხმარებელს აქვს უფლება წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ფორმა განთავსებულია eLoan-ის ვებ-გვერდზე.
სს „იკაპიტალის“ მომსახურების პირობები განთავსებულია http://eloan.ge/TermsAndConditions.pdf ; მომხმარებლისთვის გაგზავნილი ერთჯერადი პაროლის მითითებით (OTP) მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს და მის დანართებს და ეთანხმება მათ.
საკრედიტო ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება 10 წლის ვადით, ან საქ-ს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით.
საკრედიტო ხელშეკრულების მეშვეობით კლიენტი იღებს დეტალურ ინფორმაციას სესხის ძირითად პირობებზე და ადასტურებს, რომ იყო ინფორმირებული და ჰქონდა საკმარისი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. საკრედიტო ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქ-ს კანონმდებლობის შესაბამისად.
სს „იკაპიტალი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე http://www.nbg.gov.ge. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს. ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ სს „იკაპიტალის“ სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.
„გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406“.
საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებით მომხმარებელს ურთიერთობა სს" იკაპიტალის" გარდა მოუწევს სს „იმანი ჯორჯიას“- თან (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კომპანია, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 202376026, მისამართი ჭავჭავაძის გამზ. #29, თბილისი , და შპს ”იმანი” -სთან (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კომპანია, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 204557540, მისამართი ჭავჭავაძის გამზ. #29, თბილისი, რომლებიც ერთობლივად წარმოადგენენ პირადი ანგარიშის, ანუ eMoney საფულის პროვაიდერს, რომლთა მეშვეობითაც შესაძლებელია მომსახურებების მიწოდება კლიენტისთვის იკაპიტალის მიერ.
1 კლიენტისთვის სესხი გაცემულად ითვლება:
1.1 კლიენტის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში - მომსახურებ(ებ)ის გამწევის მიერ თანხის გადარიცხვის მომენტიდან;1.2 eMoney საფულის გამოყენებისას - თანხის კლიენტის eMoney საფულეზე ჩარიცხვის მომენტიდან (რის შემდეგაც კლიენტს შეუძლია სესხის თანხის გატანა მისი eMoney საფულიდან ან ID ბარათის გამოყენებით მომსახურებ(ებ)ის გამწევის პარტნიორი კომპანიების ბანკომატებიდან);
1.3. კლიენტის მიერ მომსახურებ(ებ)ის გამწევის პარტნიორი - ელექტრონული ფულადი ანგარიშსწორების განმახორციელებელი კომპანიების ნაწილობრივ ან სრულად სალაროებში თანხის განაღდების მომენტში;
1.4 ID ბარათით მომსახურებ(ებ)ის გამწევის პარტნიორი კომპანიების ბანკომატებიდან თანხის ნაწილობრივ ან სრულად განაღდების მომენტიდან;
დისტანციური საშუალების გამოყენების გამო მომხმარებელს შესაბამისი აბონენტისთვის დაწესებული სტანდარტული ტარიფის გადახდა მოუწევს 91543 -ით სასესხო განაცხადის მოთხოვნის შემთხვევაში.
გამსესხებელი:
სს „იკაპიტალი“
დირექტორი: თ.ლაშხი
ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ#29
ს/კოდი: 404952093
ტელ: +995 32 242 10 10
ელ-ფოსტა: info@eloan.ge